267 დაღუპული და 400 დაშავებული - მიწისძვრის შედეგები და საგანგებო მდგომარეობა იტალიაში

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 267-მდე გაიზარდა, დაახლოებით 400 ადამიანი საავადმყოფოში გადის მკურნალობას. ასეთია იტალიის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემები.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან სამაშველო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, იტალიაში სეისმური აქტივობა კვლავ გრძელდება. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარი