სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ონლაინ მაღაზია Be.ge-ში შეგიძლიათ სხვადასხვა დანიშნულების საოჯახო ტექნიკა განვადებით შეიძინოთ

Be.Ge ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართული ინტერნეტ მაღაზიაა, რომელიც 2013 წელს დაარსდა და დღემდე წარმატებით უზრუნველყოფს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დასახელების პროდუქტის მიწოდებას.

ონლაინ მაღაზიაში (www.be.ge) წარმოდგენილია 25 000-მდე პროდუქტი, მათ შორის -კომპიუტერული ტექნიკა, სახლის ტექნიკა, კომპიუტერები, ფოტო-ვიდეო ტექნიკა, კონდიციონერები, მობილურები, ჭურჭელი, თავის მოვლის საშუალებები და სხვა. საიტზე წარმოდგენილი პროდუქციის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

აღნიშნული ინტერნეტ მაღაზიის პრიორიტეტს წარმოადგენს ქართულ ელექტრონულ კომერციაში ახალი სტანდარტების დამკვიდრება. აქედან გამომდინარე, მაღაზიის პრიორიტებებია: პროდუქციის ფართო ასორტიმენტი; მისაღები ფასები; დეტალური ინფორმაცია პროდუქტების შესახებ; მოქნილი და ინდივიდუალური მიწოდების სერვისი; პროდუქციის შეძენისა და ანგარიშსწორების ინოვაციური და მარტივი სისტემა.

გარდა ამისა, Be.ge მომხმარებელს საშუალება საძლევს სხვადასხვა დანიშნულების საოჯახო ტექნიკა განვადებით შეიძინოს, შესაძლებელია ონლაინ განვადების გაფორმებაც.

ონლაინ განვადების გაფორმება საკმაოდ მოქნილი და მოსახერხებელი პროცედურაა და საჭიროებს მხოლოდ რამდენიმე მარტივი საფეხურის გავლას:

1. აირჩიეთ სასურველი პროდუქტი;

2. არჩეული პროდუქტის დასაჯავშნად be.ge ქოლ-ცენტრის ოპერატორს დაუკავშირდით;

3. დააწექით ღილაკს „განვადებით ყიდვა“;

4. შეავსეთ ონლაინ განვადების ფორმა და ბანკის გადაწყვეტილებას დაელოდეთ.

ამ პროცედურის გავლის შემდეგ ოპერატორი დაგიკავშირდებათ და პასუხს შეგატყობინებთ.

თუ ონლაინ განვადებას არ აკეთებთ, მაშინ აუცილებელია ონლაინ მაღაზიის მენეჯერისგან ინვოისის მიღება (შესაძლებელია ელ.ფოსტით), განვადების ოფიცრისათვის წარსადგენად.

როგორც ხედავთ, ინტერნეტ მაღაზია BE.GE განვადების გაფორმების მაქსიმალურად გაუმჯობესებულ და გამარტივებულ პირობებს გთავაზობთ. განვადების დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენი კურიერი თქვენთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილას მოგაწვდით შერჩეულ პროდუქტს. მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმდებს (თბილისში მიწოდება უფასოა).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100