სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარის კულტურის ამსახველი დოკუმენტური ფილმები დამზადდება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდოკუმენტური ფილმების ციკლის გადაღებას დააფინანსებს.კომისიამ დოკუმენტური ფილმების კონკურსისგამარჯვებულად დაასახელა პროექტი „სხვა ფერი“, რომელიც შედგება სამი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმისგან: "დრო," "ფერი," "ხმა".კონკურსში 5 პროექტი მონაწილეობდა, რომელთაგან ერთი შეირჩა. პროექტის ბიუჯეტი არის30 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
„ჩვენი პრიორიტეტი იყო აჭარის კულტურის პოპულარიზაცია, სწორედ ამ პრინციპით შეირჩა გამარჯვებული. ჩვენმადლობას ვუხდით მონაწილეობისთვის იმ პროექტების ავტორებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს კონკურსში დაიმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს ისევ მიიღებენ მონაწილეობას“ - განაცხადა ნათია სირაბიძემ.
გამარჯვებული დოკუმენტური ფილმების ციკლის მიზანია აჭარის ისტორიის და კულტურის წარმოჩენა. ფილმში„დრო“ გაერთიანდება ის ლეგენდები, არქეოლოგია, ეთნოგრაფია და სამოგზაურო-სათავგადასავლო ამბები,რომლებმაც მოახდინეს გავლენა დღევანდელი რეგიონის ფორმირებაზე.
ფილმში „ფერი“ გაერთიანდება ყველა ისტორია და ამბავი, რომელიც უკავშირდება დიდი მხატვრებისურთიერთობას აჭარასთან, ყველა გამორჩეულ მხატვარს, რომელიც რეგიონში მოღვაწეობდა, თვითნასწავლ დაპროფესიონალ ხელოვანებს, ცნობილ და სკანდალურ თემებს, შემოქმედებსა და მუზებს, გამოფენებსა დაექსპოზიციებს.
ფილმში „ხმა“ გაერთიანებული იქნება ფოლკლორი, კლასიკური მუსიკა, საესტრადო და სხვა თანამედროვემუსიკალური ჟანრები. აჭარა გამოირჩევა განსაკუთრებული მუსიკალური ფენომენით, რაც გულისხმობს არამხოლოდ მოტივს, არამედ ფენომენალურად მრავალრიცხოვან მომღერლებს, რომლებიც სხვადასხვა მუსიკალურჟანრში მუშაობენ და მსოფლიო წარმატებებს აღწევენ.
პროექტი ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „აჭარაში კინოხელოვნებისგანვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100