სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსი საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად ემზადება

ბათუმში 29 აგვისტოს სტარტს აიღებს ქალთა საერთაშორისო ტურნირი „ლედი ოუფენი“ . ტურნირი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარდება.


ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსში მიმდინარეობს მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოყო 30 000 ლარი.მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ლადო მგალობლიშვილი და ვალერი ბერაძე გაეცნენ.


საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 70-მდე ჩოგბურთელი 25 ქვეყნიდან,მათ შორის ქართველი სპორტსმენებიც.

ბათუმი წელს „ ლედი ოუფენის„ მე-19 ტურნირს უმასპინძლებს.

საერთაშორისო ტურნირი „ლედი ოუფენი“ 4 სექტემბერს დასრულდება.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100