სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ რა მდგომარეობაა ბორჯომში სტიქიის შემდეგ (ვიდეო)

სტიქიით დაზარალებულ ბორჯომში დღეს დილიდან გაწმენდითი სამუშაოები განახლდა. ძლიერი წვიმისა და სეტყვის შემდეგ, ცენტრალური პარკის დიდი ნაწილი განადგურებულია. დატბორილია შენობა ნაგებობები, დამტვრეულია ხეები და მოშლილია ინფრასტრუქტურა.

ბორჯომში მუშაობს საგანგებო შტაბი. შტაბის წევრების ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება ამ დროისთვის კვლავ ბორჯომის ცენტრალურ პარკში რჩება. თუმცა, ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ბორჯომის პარკის ნაწილი ცოტა ხანში გაიხსნება.

რაც შეეხება პარკის სრულად გახსნის საკითხს, სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება და პარკი ფუნქციონირებას სწორედ სამუშაოების დასრულების შემდეგ შეძლებს.

ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად დაზიანდა წაღვერი-ბაკურიანის გზა. სადგერის ჩაკეტილი გზა უკვე გაწმენდილია და მოძრაობა უკვე აღდგენილია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100