სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძლიერი სეტყვა და წვიმა - ბორჯომში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმა და სეტყვაა ამ წუთებში ბორჯომში. არსებული ინფორმაციით, დატბორილია ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. მოსულმა სეტყვამ კი საცხოვრებელი სახლების ფანჯრები ჩაამსხვრია.

რამდენიმე წუთის წინ ბორჯომში ელექტროენერგიის მიწოდებაც შეწყდა. კადრები რამდენიმე წუთის წინ კურიერის ჟურნალისტმა გადაიღო.

კურიერის ინფორმაციით, ადიდებულია ე.წ. ღვარცოფის ღელეც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100