სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა

სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა. ორკილომეტრიანი გზა, თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას დასახლებასთან დააკავშირებს, რაც მოძრაობის განტვირთვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ავლაბრისა და მახათას დამაკავშირებელ გზაზე თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე იმყოფებოდნენ.

დავით ნარმანია შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული გზის გაკეთება წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც შესრულდა.

„ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, რომელიც ორ უბანს, ავლაბარსა და მახათას ერთმანეთთან აკავშირებს. აქ გზა არასდროს ყოფილა და შესაბამისად ნულიდან მოხდა მისი მოწყობა. სამებისა და მახათას ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზის გაკეთება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ქალაქის ეს ნაწილი საგრძნობლად ვითარდება, ხალხი გადმოდის საცხოვრებლად და შესაბამისად აუცილებელია მათთვის კომფორტის შექმნა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღნიშნულ გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, დამონტაჟდა კიუეტები, ასევე მოეწყო ტროტუარები. მიმდინარე ტერიტორიაზე სავალი გზა არასდროს ყოფილა. სამუშაოები ნულიდან დაიწყო და კაპიტალურად მოეწყო.

გზის კაპიტალური მშენებლობის სამუშაოებს შ.პ.ს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100