სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული პროექტი ევროპული კოპროდუქციისა და დაფინანსების ფორუმზე

ლალი კიკნაველიძისა და მიხო მოსულიშვილის პროექტი "დიდი ძუ დათვი" პრესტიჟული ევროპული კოპროდუქციის მარკეტისთვის შეარჩიეს, რომელიც ნორვეგიის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 23-26 აგვისტოს ჩატარდება.კოპროდუქციისა და დაფინანსების ფორუმი მოიცავს პროექტის წარდგენას, პოტენციურ დამფინანსებლებთან და პარტნიორებთან შეხვედრებს,ლექციებსა და სხვა ინდუსტრიულ აქტივობებს.ფორუმზე პროექტს წარმოადგენს ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი ლალი კიკნაველიძე.
"დიდი ძუ დათვი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი შექმნილია მიხო მოსულიშვილის ამავე სახელწოდების კინორომანის მიხედვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100