„აჭარაბეთის“ გამარჯვებულები „ტოიოტა კოროლას“ უახლესი მოდელებით ივლიან

„აჭარაბეთმა“ ფსონების თამაშის პირველი ეტაპის ხუთი გამარჯვებული დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიალს „ტოიოტას“ ოფიციალური დილერი „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მასპინძლობდა. გამარჯვებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ახალი ავტომობილი - „ტოიოტა კოროლა“, რომლის მსოფლიო პრემიერაც საქართველოში შედგა.

ნინო გუჯაბიძე („აჭარაბეთის“ მარკეტინგის მენეჯერი): ფსონების თამაში გახლავთ „აჭარაბეთის“ სპორტული აქცია, რომლის ფარგლებშიც აჭარაბეთმა 15 ავტომობილი გაათამაშა. ეს გახლავთ „ტოიოტას“ ახალი მოდელი „ტოიოტა კოროლა“, რომელიც ჯერ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ იყიდება და ექსკლუზიურად მხოლოდ აჭარაბეთის ამ 15 მომხმარებელს ეყოლება.

ნინო გაბუნია („ტოიტოტა ცენტრი თბილისის“ წარმომადგენელი): ჩვენმა კომპანიამ ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ „აჭარაბეთის“ ფსონების გათამაშება საქართველოში 2016 წლის „ტოიოტა კოროლას“ ჩამოყვანის პერიოდს დამთხვეოდა, რათა მონაწილეობა მიგვეღო ამ გათამაშებაში. ძალიან კამყოფილები ვართ, რომ მოვასწარით ამ მოდელების ჩამოყვანა და პროექტიც შედგა. „ტოიოტა კოროლა“ გახლავთ 2016 წლის განახლებული მოდელი, როგორც დიზაინის კუთხით, ისე ტექნიკური მონაცემების თვალსაზრისით. მოხარული ვარ, რომ „აჭარაბეთის“ მეშვეობით გამარჯვებულების გაბედნიერების საშუალება მოგვეცა.

კომენტარი