,,მთის საჩუქარი ბარს’’- კომპანია ,,ზედაზენისგან’’

"თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან !".
26 ივნისს, ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ მხარდაჭერით, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ ,, მზიურში’’, თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო - „მთის საჩუქარი ბარს“ - გაიმართა.
ღონისძიებაში, ტრადიციულად, საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები მონაწილეობდნენ.
საღამო უკვე რამდენიმე წელია იმართება და მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი და ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას.
საღამოზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული რეცეპტით დამზადებული ლუდი "ხევსურული".

კომენტარი