სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაგთიკომმა LTE ქსელით საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 90%-ზე მეტი დაფარა

2016 წლის 31 მაისს მაგთიკომის მიერ შეძენილი 800 MHz სიხშირეთა სპექტრის სალიცენზიო პირობა ითვალისწინებს 5 წლის ვადაში ქვეყნის დასახლებული, კონტროლირებადი ტერიტორიის 90%-იან დაფარვას.
მაგთიკომმა 800 MHz ლიცენზიის მიღებიდან 1 თვის თავზე, ამ კუთხით წინსწრებით არა მხოლოდ სალიცენზიო ვალდებულებები შეასრულა, არამედ კიდევ უფრო წინწასული ტექნოლოგიით 4.5G, იგივე LTE-Advanced ქსელი შესთავაზა ქვეყანას.
დღეისათვის მაგთიკომი ერთადერთი მობილური ოპერატორია ქართულ ბაზარზე, რომელიც ორი სიხშირული სპექტრის (LTE 800 და LTE 1800) კომბინაციით, მომხმარებელს 4.5G (LTE-Advanced) ქსელს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს, მკვეთრად გაზრდილი ინტერნეტსიჩქარით და სიგნალის შეღწევადობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100