სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვახო ჯაჯანიძის ფილმი დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ფესტივალზე

ვახო ჯაჯანიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "გამოსვლა" დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალზე Maine International Film Festival მიიღებს მონაწილეობას.ფილმს კინოფესტივალის პროგრამაში World Shorts აჩვენებენ.
"გამოსვლა" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელიც კინოცენტრისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა.ფილმს უკვე აქვს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოპოვებული ჟიურის სპეციალური პრიზი.
Maine International Film Festival 8-17 ივლისს გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100