სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი იწყებს ახალ სატრენინგო მოდულებს

აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი იწყებს ახალ სატრენინგო მოდულებს, რომლებიც განკუთვნილია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში პრაქტიკოს მასწავლებლად განაწილებული პედაგოგებისთვის. სატრენინგო პროგრამა ხელს უწყობს პრაქტიკოსი პედაგოგების საგნობრივი ცოდნის აქტივაციას.

ტრენინგ-კურსი ასევე, მისაღებია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული საგნის გამოცდაში მომზადებისთვის.

ტრენინგი უფასოა საჯარო და კერძო სკოლის მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებიც დარეგისტრირდნენ და ემზადებიან საგნის გამოცდისთვის.

4 ივნისიდან საგნობრივი ტრენინგები უკვე დაიგეგმა და ხორციელდება როგორც ბათუმის მასწავლებლის სახლში, ასევე აჭარის მუნიციპალიტეტებში.

ტრენინგების მიმდინარეობას მონიტორინგს უწევს აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100