"დახშული სივრცე" კინოფესტივალზე New Directors | New Films Festival "ვერცხლის ფოცხვერისთვის" იბრძლოებს

ლევან შუბაშვილის ფილმი "დახშული სივრცე" კინოფესტივალზე New Directors | New Films Festival საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ტიტულისთვის და ჯილდოსთვის "ვერცხლის ფოცხვერი" იბრძლოებს.ფილმი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.

"დახშული სივრცე" 13 წლის ლუკას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თბილისის ზოოპარკის მოხალისეა. იგი სკოლის შემდეგ ყოველ დღე აკითხავს ზოოპარკს და ცხოველებსა და ფრინველებს უვლის.ლუკა მის საქმიანობას 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგაც აგრძელებს, როდესაც წყალდიდობამ ათეულობით ადამიანისა და ზოოპარკის ბინადრის სიცოცხლე შეიწირა.


New Directors | New Films Festival (FEST) არის კინოფესტივალი, რომელიც ახალი ფილმებისა და რეჟისორების აღმოჩენას უწყობს ხელს.იგი პორტუგალიაში 20 - 27 ივნისს უკვე 12-ედ ჩატარდება.

კომენტარი