ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმისა და ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ერთობლივი გამოფენა - სახელწოდებით ,,ხასანბეგურა’’.

2016 წლის 16 მაისს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს-ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში მოეწყო ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმისა და ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ერთობლივი გამოფენა - სახელწოდებით ,,ხასანბეგურა’’.

,,მანდოლინა’’, ,,ქამანჩა’’, ,,დაირა’’, ,,ბანდურა’’- ეს იმ საკრავების არასრული ჩამონათვალია რაც ძმები ნობელების სახელობის მუზეუმში იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე წარმოდგენილი უნიკალური მექანიკური საკრავების აჟღერების შესაძლებლობა მიეცათ გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს.

ღონისძიებაზე შესრულდა ფოლკლორული ნომრები ანსამბლ „ფერიცვალების’’ მონაწილეობით.

გამოფენას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიესალმება მსგავსი სახის ღონისძიების ჩატარებას, რაც ხელს უწყობს ქართული ხალხური არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

კომენტარი