სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი გალერეა უსინათლო მხატვრის, გიორგი ქობელაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას „თვალით და გონებით დახატული“ უმასპინძლებს.

14 ივნისს, 19:00 საათზე, შშმ პირების უფლებების დაცვის დღეს, თიბისი გალერეა უსინათლო მხატვრის, გიორგი ქობელაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას „თვალით და გონებით დახატული“ უმასპინძლებს.

ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შექმნილი 70-ზე მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. კერძოდ, ნამუშევრები, რომლებიც გიორგი ქობელაშვილმა 2001 წლამდე, მხედველობის დაკარგვამდე და მას შემდეგ შექმნა.

დასწრება თავისუფალია.გთხოვთ, გვეწვიოთ.მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა (მე-4 სართული)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100