სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფესტივალმა "ოქროს პეპელა" გამარჯვებულები გამოავლინა

1 ივნისს ევროპულ სკოლაში საერთაშორისო საბავშვო ფესტივალის "ოქროს პეპელა" დახურვის ცერემონია გაიმართა.ფესტივალი 4 დღის მანძილზე მიმდინარეობდა და იგი კინოჩვენებების გარდა სხვადასხვა ვორქშოპის ჩატარებას და მოზარდების პრაქტიკულ სამუშაოებში (ფილმის გადაღება) ჩართვას მოიცავდა.
ფესტივალზე სელექცია გაიარა 10 ქვეყნის 40-მა ფილმმა, ხოლო გამარჯვებული და "გრან პრის" მფლობელი გახდა ფილმი აბაშიდან "ველოსიპედი".
აღსანიშნავია, რომ ეროვნული კინოცენტრის პროექტის "კინო სკოლაში" მონაწილე მოზარდებმა ფესტივალზე რამდენიმე ჯილდოს მოპოვება მოახერხეს.გამარჯვებულები კინოსკოლელები შემდეგ ნომინაციებში გახდნენ:

  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - "ჩემი სოფელი კაცხი" (ჭიათურა, კაცხი)
  • საუკეთესო იდეა - "ჩაჩაჩა სვანურად" (ჭუბერი)
  • საუკეთესო სცენარი - ნათია თხოვდება (თელავი, გულგულა)
მთაწმინდის პარკმა დაასახელა თავისი რჩეული ფილმი - "ჩვენც დავბერდებით" (წნისი)ჟიურის სპეციალური დიპლომი გადაეცათ ფილმებს "შელოცვა" (კოკი) და "ბედობის დღე" (რუისპირი).
ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდა ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, რომელმაც კინოცენტრის სახელით ფილმს "შელოცვა" სპეციალური პრიზი გადასცა.
ფესტივალის ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას სიურპრიზიც შესთავაზეს, როდესაც გამარჯვებულები მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვიდეოჩართვის მეშვეობით მსოფლიო ვარსკვლავებმა - კოლინ ფერტმა, დომინიკ ვესტმა და მაიკლ ჰოფმანმა გამოაცხადეს.
"ოქროს პეპელა" წელს მეექვსედ ჩატარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100