სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოდორის ხეობაში სატვირთო მანქანა, რომელსაც ე.წ.აფხაზი მესაზღვრეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა

კოდორის ხეობაში სატვირთო მანქანა, რომელსაც ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
„წინასწარი ინფორმაციით მანქანაში 6 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად 5 მათგანი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ ერთი მესაზღვრის ბედი ამ დრომდე უცნობია, მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია“, - განუცხადა „ტასს“-ს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ლევ კვიცინიამ.
„ტასის“ ცნობით, შემთხვევა კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთაში, სოხუმიდან 50 კილომეტრში მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100