სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სოციალური პარტნიორობის“ და მაღაზიათა ქსელ თაიმისა ერთობლივი აქცია

საქველმოქმედო ფონდს „სოციალური პარტნიორობა“ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საათებისა და სამკაულების მაღაზიათა ქსელი თაიმი (www.timegeorgia.ge) 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, 15-დან 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს PANDORA, Armani, Michael Kors და სხვა მსოფლიოს რჩეული ბრენდების საათებსა და სამკაულებზე.

მნიშვნელოვანია, რომ ამ სამი დღის განმავლობაში შემოსული თანხის 5% სრულიად მოხმარდება “სოციალური პარტნიორობის” მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ თაიმის მსგავსად კიდევ ბევრი კომპანია ჩაერთვება ქველმოქმედებაში და დახმარებას გაუწევს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ!

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თაიმის ოფისს: 2 000 280
მისამართები: რუსთაველის 46, პეკინის 18, ს/ც: თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, ჯი-თი-სი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100