სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“ - გიორგი მარგველაშვილი ფორუმს პრემიერმინისტრთან და პატრიარქთან ერთად დაესწრო

სიტყვა დიასპორა შეიცავს ტკივილსაც, სევდასაც, მაგრამ დიდი შესაძლებლობების, დიდი პოტენციის და დიდი სულიერი ძალის მატარებელია – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა პროფესიული დიასპორის ფორუმზე – „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დიასპორის წარმომადგენლებს. გიორგი მარგველაშვილი ფორუმს პრემიერმინისტრთან და პატრიარქთან ერთად დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტმა დიასპორის სიძლიერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა იმ ადამინების მიმართ, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ განაგრძობენ ცხოვრებას და მოღვაწეობას.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იმისათვის, რომ გახსნას შესაძლებლობები ჩვენი თანამემამულეებისათვის, რათა ისინი დაეხმარონ საკუთარ ქვეყანას და ჩაერთონ მის განვითარებაში.

„ჩვენ გვჯერა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ, არიან ისეთები, რომლებიც ქართულ თვითმყოფადობას და საქართველოს დღევანდელ დღეს შექმნიან.

სიტყვა დიასპორა შეიცავს გარკვეულ ტკივილს, სევდას, მაგრამ ამავე დროს, დიდი შესაძლებლობების, დიდი პოტენციის და დიდი სულიერი ძალის მატარებელია .

ნაწილობრივ ვიცი ის სირთულეები, რომლებიც თქვენ წინაშე დგას, ნაწილობრივ მაქვს შესაძლებლობა ხანდახან ამ სირთულეების მოგვარების და გითხრათ, რომ ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების სამსახურში, ასევე თქვენ სამსახურშიც ვარ და მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში“, - განაცხადა პრეზიდენტმა დიასპორის ფორუმზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100