სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

26 მაისს 11:00 საათზე, საზეიმო აღლუმით გაიხსნება ბათუმში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი ,,ოქროს დელფინი - ხელოვნება მსოფლიოს გარშემო“.

ფესტივალის მიზანია ტურისტული სეზონისა და კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, ქვეყნებს შორის ტრადიციული ხელოვნების, სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება.

საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ: უკრაინის, პოლონეთის, ლიტვას, თურქეთის, ინდოეთის, მოლდავეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის ქვეყნებისა და საქართველოს ცალკეული რეგიონების შემოქმედებითი კოლექტივები.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა კონცერტები, ფესტივალის მონაწილეთა აღლუმი, შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში და ქალაქ ბათუმის მერიაში, ექსკურსიები და სხვა.

ფესტივალ-კონკურსი ,,ოქროს დელფინი - ხელოვნება მსოფლიოს გარშემო“ მსოფლიო ფესტივალების საერთაშორისო ორგანიზაცია CIOFF-ის წევრია. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საზოგადოება.

ფესტივალი ეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

26 მაისს, 18:00 საათზე, ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება მელიტონ კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100