სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის დაფინანსებით სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ ზოგადი უნარების გამოცდისთვის მომზადება

თბილისი, 24 მაისი, 2016 - საქართველოს ბანკის და კომპანია „ნებულას” შორის თანამშრომლობის შედეგად, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე აბიტურიენტებს, საშუალება ექნებათ ზოგადი უნარების გამოცდისთვის, სრულიად უფასოდ მოემზადონ საგანმანათლებლო ონლაინ პლათფორმა http://nebula.ge/-ზე. საქართველოს ბანკის დაფინანსებით, ყველა აბიტურიენტს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია” საშუალება აქვს სრულიად უფასოდ დარეგისტრირდეს ონლაინ კურსზე და მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის. „უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებისთვის დამატებით მომზადება მიღებული პრაქტიკაა, თუმცა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ფინანსურად ხშირ შემთხვევაში მიუწვდომელია. საშუალოდ 38 ათასი აბიტურიენტიდან, 7 000 აბიტურიენტი სოციალურად დაუცველია. საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია ახლაგზარდების განათლება, მოხარული ვარ, რომ დღეიდან ყველა სოციალურად დაუცველ აბიტურიენტს საშუალება ექნება, სრულიად უფასოდ გაიაროს რეგისტრაცია ონლაინ პლათფორმაზე და მომეზადოს მისაღები გამოცდებისთვის. ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“ აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ.საგანმანათლებლო ონლაინ პლათფორმა http://nebula.ge/ კომპანია “ნებულას” აკადემიური გუნდისა და ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. აღნიშნული პლათფორმა, აბიტურიენტს შესაძლებლობას აძლევს ონალაინ რეჟიმში მოემზადოს მისაღები გამოცდებისთვის, კერძოდ ზოგადი უნარების გამოცდისთვის, რომელიც სავალდებულოა ყველა აბიტურიენტისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის შედეგად სოციალურად დაუცველი აბიტურიენტებისთვის უფასო პლათფორმაზე ხელმისაწვდომობა და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა გაიზრდება.სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს ონლაინ პლათფორმაზე უფასოდ რეგისტრაცია 24 მაისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ, ვებ-გვერდზე http://nebula.ge/


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100