სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანა ჩუბინიძე ანიმაციურ ფილმზე "ფოლიმაჟის" წარმომადგენელთან ერთად მუშაობს

ანა ჩუბინიძე მის ანიმაციურ ფილმზე "ჯიბის კაცი" ცნობილი ფრანგული ანიმაციური სტუდიის "ფოლიმაჟი" წარმომადგენელთან, მარიონ შარიესთან ერთად მუშაობს, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება."ჯიბის კაცი" პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია იქნება.
ერთი წლის წინ ანა ეროვნული კინოცენტრის, ანესის ანიმაცური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის და "ნიქოზის" კინოფესტივალის ერთობლივი კონკურსის გამარჯვებული გახდა. ახალგაზრდა ანიმატორმა მოიპოვა შესაძლებლობა ანესში საკუთარი პროექტი წარედგინა.სწორედ პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ფესტივალის კინობაზრობაზე დაინტერესდა მისით ფოლიმაჟი და ტელეკომპანია Canal+.
ამჟამად ქართველი ანიმატორები ფილმზე ფრანგ კოლეგასთან, მხატვარ-ანიმატორ მარიონ შარიესთან ერთად მუშაობენ. მარიონ შარიე თბილისს 20 მაისს დატოვებს.
ანიმაციური ფილმი "ჯიბის კაცი"კინოსტუდიის "კვალი XXI" ბაზაზე იქმნება. მისი დასრულება 2016 წლის დეკემბრის თვეში იგეგმება, მანამდე კი მის ნაწყვეტს "ნიქოზის" ანიმაციური ფილმების ფესტივალზე უჩვენებენ.აღსანიშნავია, რომ წიგნის ხელოვნების ცენტრი ნაწარმოების წიგნად გამოშვებას გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100