ქართული ფილმი "მზადება" ლოს ანჯელესის კინოფესტივალზე

გიორგი წილოსანის ფილმი "მზადება" ლოს ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა.

იგი ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.ფილმის პროდიუსერები არიან ლაშა ხალვაში და სულიკო წულუკიძე.

გიორგი წილოსანის ფილმის პრემიერა თბილისში, კინოთეატრ "ამირანში" 2015 წლის 1 ივლისს შედგა.

მას შემდეგ ფილმმა საფესტივალო ცხოვრება დაიწყო და პრიზებიც მოიპოვა.(მთავარი პრიზი ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ჟიურის სპეციალური პრიზი ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე BIAFF)

ლოს ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალი 1-9 ივნისს გაიმართება.

კომენტარი