სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ სააღდგომოდ, მარტოხელა და გაჭირვებულ მოხუცებს დასახმარებელ აქციას იწყებს!

საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ზოგი, მიზერული პენსიით საკვების და საჭირო წამლების ყიდვასაც ვერ ახერხებს.

აღდგომის ნათელი დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, გასაჭირში მყოფი, მარტოხელა მოხუცებისთვის სააღდგომოდ პროდუქტების ნაკრების შესაძენად, რომელშიც შევა პასკა, ათი კვერცხი, ბურღულეული, მაკარონი და ზეთი. ერთი ასეთი ნაკრების ფასი, საშუალოდ 10 ლარია.

„სოციალური პარტნიორობა“ მოგიწოდებთ ყვეალა გულისხმიერ ადამიანს, მხარი დაუჭიროთ ამ ინიციატივას. თუ გაქვთ სურვილი და საშუალება მარტოხელა მოხუცებს გაულამაზოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სააღდგომო ნაკრები) ან გადაიხადოთ პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/128/

ფოტომასალას, სააღდგომო ნაკრების გადაცემის შესახებ გამოქვეყნდება ფონდის საიტზე https://fsp.ge/ და ფეისბუკის გვერდზე https://www.facebook.com/SocialPartnership

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100