სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დეა კულუმბეგაშვილის მორიგი წარმატება კანის კინოფესტივალზე

ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ლეთა" კანის კინოფესტივალზე მოხვდა, ფილმის მსოფლიო პრემიერა ფესტივალის სექციაში Directors' Fortnight შედგება.„ლეთას" პროდიუსერები არიან ილან ამოუიალი და რატი ონელი, მთავარ როლებს კი მიშა გომიაშვილი, დათო გოგოლაძე და ვიკა ჩოჩევა ასრულებენ.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კანის კინოფესტივალი დეა კულუმბეგაშვილის ნამუშევრით ინტერესდება. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ფილმი "უხილავი სივრცეები" მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.ეროვნული კინოცენტრი ულოცავს „ლეთას" რეჟისორს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ დიდ წარმატებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100