სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 12 სამხედროა დაღუპული.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 12 სამხედროა დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მი 24-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს, ხოლო ერთი ტანკი ნაღმზე აფეთქდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომხური მხარის 6 ტანკი და 15 საარტილერიო დანადგარი გაანადგურეს. უწყების ინფორმაციით, მოკლულია და დაშავებულია 100-ზე მეტი სომეხი სამხედრო.

აზერბაიჯანული სააგენტო Haqqin-ის ინფორმაციით კი, სომხეთმა საჰაერო ძალები სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100