გიორგი კვირიკაშვილი თემო გოცაძის გამოფენას დაესრო

„ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციებამდე“ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მხატვარ თემო გოცაძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა და გაიმართა მხატვრის კატალოგის პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ცნობილი ქართველი ხელოვანი თემო გოცაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, „ხელოვნების ქურუმის“ წოდებით დააჯილდოვა.

„მინდა გისურვოთ, რომ კიდევ დიდხანს გქონოდეთ შემოქმედებითი ენერგია. გილოცავთ „ხელოვნების ქურუმის“ წოდებას და გისურვებთ შემოქმედებით სიმდიდრეს, რაც დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენი ახალი ნამუშევრებით,“ - აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

ექსპოზიციაზე გამოფენილია მხატვრის მიერ შესრულებული 140 ნამუშევარი, მათ შორის მონუმენტური აბსტრაქციები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია 2015 წელს შექმნილი ვეფხისტყაოსნის გრაფიკული სერია.

კომენტარი