სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი გოზალიშვილი: „მედიკამეტების გაიაფებაში, ცხადია, გარკვეულ როლს „ჰუმანითი ჯორჯიას” შემოსვლაც ითამაშებდა“

„მედიკამენტების ფასი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე იკლებს“, - ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ამ განცხადებას „ფანასკერტელის ინდექსის“ ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს.

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, 200 ყველაზე მოხმარებად მედიკამენტზე დაკვირვების შედეგად, სამკურნალი საშუალებების ერთი ნაწილი 4,5 %-ით გაიაფდა. კვლევის ასეთ შედეგებს უკავშირებენ წამლების ბაზარზე ახალი კომპანიის, „ჰუმანითი ჯორჯიას” შემოსვლას, რომლის მიერ იმპორტირებული პრეპარატებიც, ანალოგებთან შედარებით, მინიმუმ 30 %-ით ნაკლები ღირს.

პარლამენტის წევრი გიორგი გოზალიშვილი გამოეხმაურა ბაზარზე წამლების ფასის კლების ფაქტს. მისი აზრით, ფასები ნამდვილად შემცირდა:

„ეს ნამდვილად ასეა, გარკვეული მედიკამენტები მართლაც გაიაფდა. ფირმებმა გააიაფეს წამლები. მე საქმის კურსში ვარ და ვიცი, კომპანიები თავად არიან დაინტერესებული პროდუქციის გაიაფებით, მოსახლეობა ვერ ყიდულობს და ძვირადღირებული წამლები არ იყიდება“.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ „ჰუმანითი ჯორჯიას” ბაზარზე შემოსვლა დროში დაემთხვა წამლების ფასის კლებას, გიორგი გოზალიშვილი ნაწილობრივ ეთანხმება:

„მედიკამეტების გაიაფებაში, ცხადია, გარკვეულ როლს „ჰუმანითი ჯორჯიას” შემოსვლაც ითამაშებდა, თუმცა მას ჯერ დიდი მოცულობის წამლები არ შემოუტანია. ამიტომ ასეთ დიდ გავლენას მოახდენს თუ არა ფასებზე, არ ვიცი. მომავალში რას გააკეთებს, ამას დრო გვიჩვენებს,”-ამბობს გიორგი გოზალიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100