სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით სერგეენკო: პირველი ხელმისაწვდომი მედიკამენტები დღეს გამოჩნდება

კომპანია ჰუმანითი ჯორჯიას იაფი მედიკამენტები ქართულ ბაზარზე დღეს გამოჩნდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა. „მიჭირდა ყოველთვის რაღაც კონკრეტული თარიღი მეთქვა, მაგრამ ახლა შემიძლია კონკრეტული თარიღი გითხრათ, რომ დღეს გამოჩნდება პირველი მედიკამენტები. დღეს არის დაგეგმილი პირველი აქტივობა, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დღეს პირველი პაციენტები უკვე მიიღებენ ამ ხელმისაწვდომ მედიკამენტებს. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ჩვენი ამოცანა არ ყოფილა ერთი რომელიმე კომპანიის ლობირება, არამედ სისტემის შექმნა, რომელსაც ორი კომპონენტი ექნებოდა: ერთი, ხარისხის კონტროლი და მეორე, კონკურენციის უზრუნველყოფა. ამ გადადგმულმა ნაბიჯებმა უკვე გამოიღო შედეგი და მე შემიძლია კონკრეტული თარიღი გითხრათ. დიახ, დღეს იწყება, როცა ერთი კომპანია უკვე გამოჩნდა და იწყებს კონკრეტულ ქმედებებს. იმედია, რომ ეს ერთადერთი არ იქნება და კონკურენციის გახსნა თავის დადებით გავლენას იქონიებს“,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100