სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი მხატვრის ნამუშევარს სოტბის აუქციონზე გაიტანენ

23 წლის ქართველი მხატვრის, ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი „მედუზა“ სოტბის აუქციონზე გაიყიდება, რომელიც ნიუ-იორკში ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.

ცნობისთვის ლევან სონღულაშვილი ენდი უარჰოლის აკადემიის სტუდენტია, სადაც 2014 წელს ჩაირიცხა და 30 ათასი დოლარის ოდენობის გრანტიც მიიღო. სასწავლებლის საუკეთესო სტუდენტად არჩევის შემდეგ კი ლევანმა 7 ათას დოლარიანი სტიპენდია მიიღო,

2014 წლის ბოლოს ქართველი მხატვარი Portrait Scholarship Award 2015-მა ამერიკელ და ევროპელ მხატვრებს შორის საუკეთესოდ დაასახელა და ის გახდა პირველი ქართველი, რომელმაც Portrait Scholarship Award 2015-ის მთავარი პრიზი მიიღო.

დღეს ლევანის ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავლად არის კერძო კოლექციონერთა საკუთრებაში. Deck The Wall-ზე სონღულაშვილის ნახატები ძალიან წარმატებულად ითვლება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100