სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელისუფლება კრასნოდარში ხანძრების წინააღმდეგ ხატს გამოიყენებს

საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ კრასნოდარის მხარეში არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღო: მომრავლებულ ბუნებრივი ხანძრის კერებს სამინისტროს თანამშრომლები და მოსახლეობა მართლმადიდებლური ხატებით შეებრძოლება, - ამის შესახებ "ნოვაია გაზეტა" იტყობინება.

24 ივნისს ერთ-ერთ ხატს - „შეუწველი მაყვალი“ - იმ რაიონებში გაგზავნიან, სადაც ტყის ხანძრები ყველაზე მეტად მძვინვარებს - ბუგუჩანსკისა და კეჟემსკის რაიონებში.

მაშველები აცხადებენ, რომ ეს არ იქნება უბრალოდ, ხატები. „ეს იქნება მაღალი, დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლის ჯვრები, რომლებზეც დამაგრდება „მაყვალი შეუწველი“. ითვლება, რომ ეს ხატი დასახლებულ პუნქტებს ხანძრისგან იცავს“, - განმარტავენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

ზემოთხსენებულ რაიონებში 25 ასეთ ნაკეთობას გაგზავნიან, რომლებიც უკვე აკურთხა კრასნოიარსკის ეპისკოპოსმა. ადგილზე ჩატანის შემდეგ ამ ნაკეთობებს ხანძრის კერებთან ახლოს განათავსებენ, დამატებით კიდევ ერთ ჯვარს აღმართავენ და სასულიერო პირები ღია ცის ქვეშ წირვა-ლოცვას აღავლენენ, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხანძრისგან დაცვას შეევედრებიან.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებს ადრე მსგავსი ხერხისთვის არ მიუმართავთ, მაგრამ იდეა არა მათ, არამედ საგზაო პოლიციის ადგილობრივ სამმართველოს ეკუთვნის, რომელმაც უკვე მოასწრო კრასნოიარსკში ორი ავარიული გზაჯვარედინის კურთხევა.

მართლმადიდებლური ხატი „შეუწველი მაყვალი“ ხანძრისა და ელვისგან ადამიანთა მცველად ითვლება. მას ხანძრისგან დაცვა შეუძლია, მაგრამ გადმოცემების თანახმად, ასევე შეუძლია ციდან ქუხილი, ელვა, ცეცხლი და ქვათაცვენა გამოიწვიოს, ისევე როგორც ეს ილია წინასწარმეტყველს შეეძლო. გლეხები ძველ დროს „შეუწველ მაყვალს“ სახლისა და საქონლის ხანძრისგან დაცვას ევედრებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100