სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში სამი საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე გამოცხადებული ტენდერის საბოლოო შედეგები მალე ცნობილი გახდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე გამოცხადებულ ტენდერში ყველაზე დიდი ინტერესი ავსტრიულმა კონსორციუმმა „ალფამედიკმა” დაიმსახურა. სრული დოკუმენტაცია ვადებში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტენდერი რამდენიმე თვის წინათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ “საპარტნიორო ფონდის “ დახმარებით გამოაცხადა, სადაც განაცხადი სამმა კომპანიამ წარადგინა, რომელთა შორისაც ერთი კანადური და ერთიც ქართული კომპანია იყო.

ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურა, ჯერ კიდევ, სრულად არ დასრულებულა. როგორც „საპარტნიორო ფონდში“ აცხადებენ, მიმდინარეობს მოლაპარაკება და შეთანხმება კონკრეტულ დეტალებზე, მათ შორის, რამდენიმე ტექნიკურ საკითხზე, რომელიც სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობასა და პოტენციურ ინვესტორს შორის თანამშრომლობის წარმატებულად განხორციელებისთვის. საჭირო დოკუმენტაციის სრული პაკეტი და უფრო დეტალური ინფორმაცია, როგორიცაა ინვესტიციების მოცულობა, მხარეთა ვალდებულებები, მომზადების პროცესშია და ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ გაფორმებულა, შესაბამისად, აღნიშნული სამი საავადმყოფოს რეკონსტრუქციის პროექტები და პროექტის განხორციელების ვადები ცნობილი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სატენდერო პროცედურა სრულად დასრულდება.

ტენდერი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული უცხოური კომპანიის დახმარებით გამოცხადდა, სწორედ მან შექმნა სატენდერო პირობები და სრული მონიტორინგი განახორციელა. ტენდერში ერთი ავსტრიული, ერთი კანადური და ერთი ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, ჯამში კი სრული დოკუმენტაცია ვადებში ავსტრიულმა კომპანიამ წარმოადგინა და ახლა განიხილება ამ კომპანიის წინადადება. ამის შემდგომ გამოცხადდება ვადები და ის, თუ რა იქნება მეორე ეტაპი, რა უნდა გააკეთოს ამ კომპანიამ და ასევე სრული დოკუმენტაცია მისი ვალდებულებების შესახებ. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა საქართველოში ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორის განვითარებისთვის“, – განაცხადა "საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ.

სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნული 3 კლინიკა დაპროექტებული, აშენებული და/ან რეკონსტრუირებული უნდა იქნას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, აღიჭურვოს მაღალხარისხიანი სამედიცინო ტექნოლოგიებით.

გამარჯვებულმა კონსორციუმმა უნდა უზრუნველყოს განხორციელებული პროექტის JCI სტანდარტების შესაბამისად აკრედიტაცია, ხოლო პერსონალისთვის ატესტაციის გავლა და სწავლება პერსონალის განვითარების სპეციალური პროგრამის შესაბამისად. მთელი პროექტი უნდა წარიმართოს გაერთიანებულ სამეფოში მიღებული ჯანდაცვის მოდელის მსგავსად. პირობების მიხედვით, გამარჯვებული კონსორციუმი ვალდებული იქნება PPP-სპრინციპით, სახელმწიფოსთან ერთად მოახდინოს საავადმყოფოების მართვა, ფლობა და ოპერირება.

ჩვენი ხედვა გლობალურია და ჩვენი მიზანია, გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება, რაც უკვე დაგროვდა კონსორციუმის წევრების მიერ და დავნერგოთ ჩვენი საქმიანობა ევროპის გარეთ, რათა უზრუნველვყოთ საზოგადოებრივ-კერძო პარტინორობის(PPP) პროექტების წარმატებული განხორციელება. ეს არის ჯანდაცვის დონის ხანგრძლივ პერსპექტივაში ამაღლებისა და სტაბილურობის გარანტი. ალფამედიკში ჩვენ თავი მოვუყარეთ ისეთ პროფესიონალებს და კომპანიებს, რომლებიც მზად არიან, 21-საუკუნის შესატყვისი ჯანდაცვის სისტემები, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას განავითარონ”, - ასეთია კონსორციუმის კრედო საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ალფამედიკი წარმატებით ახორციელებს ჯანდაცვის რეფორმის პროგრამების ეროვნულ დონეზე . ასეთ პროგრამებში მიზნები შეიძლება მოიცავდეს მეორეული ჯანდაცვის საშუალებების რეაბილიტაციას ან ჯანდაცვის ინტეგრალური მოდელის განვითარებას, რაც მოიცავს პირველადი ჯანდაცვის ქსელის განვითრებასაც . ანალოგიური პროექტების მიზანია, გაჯანსაღდეს მოსახლეობა და გაუმჯობესდეს წვდომა ჯანდაცვაზე .

ტენდერი 3 საავადმყოფოსთან ერთად ითვალისწინებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ჯანდაცვის სისტემის პირველადი რგოლების ქსელის დაპროექტებას, მშენებლობას, კლინიკური მომსახურებისა და ინფრასტრუქტურული მართვასაც. მნშვნელოვანია, რომ აღნიშნული დეტალები გათვალისწინებულია პროექტში. ტენდერში გამარჯვებული კომპანია რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე იქნება პასუხისმგებელი. იგეგმება საავადმყოფოების აღდგენა, რეაბილიტაცია და კადრების გადამზადება. ასევე, ახალი სამედიცინო სექტორის აღჭურვა.

ცნობისათვის, „ალფამედიკი“ ავსტრიული კონსორციუმია, რომელიც საზოადოებრივ-კერძო (PPP) პარტინორობის სრულ ციკლიან პროექტებს ახორციელებს. ისინი, ამისთვის ჯანდაცვის სექტორის ევროკავშირის წამყვან პროვაიდერებთან თანამშრომლობენ . კონსორციუმის ყოველი წევრი ჯანდაცვის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე საიმედო პარტნიორია. ჯგუფის საქმიანობა კი ემყარება 4 ძირითად პრინციპულ მიმართულებას: დიზაინი და პროექტირება, კონსტრუქცია, ექსპლუატაცი და ოპერირება.

კონსორციუმის წევრები, საზოგადოებრივ-კერძო პარტინორობის მთელ რიგ კომპლექსურ პროექტებზე, მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროვაიდერებთან მუშაობდნენ. მათ შორის,- გაერთიანებული სამეფოს ნაციონალური ჯანდაცვის სამსახურთან. კონსორციუმის საქმიანობა ემყარება გაერთიანებული სამეფოსა და დასავლეთ ევროპის სტანდარტებსა და გამოცდილებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100