პარადოქსი: შხამიანი გველი ბავშვის ნაკბენით გარდაიცვალა

უჩვეულო შემთხვევა მოხდა ქალაქ მონსტარდასში. წლინახევრის ბიჭუნა სახელად ლორენცო ეზოში სეირნობდა და შხამიან გველს ჟარარაკას გადაეყარა. ამ ჯიშის გველის ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისთვის და მითუმეტეს ბავშვისთვის.

თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით კბენის მსხვერპლი თავად ქვეწარმავალი გახდა. ლეონარდომ გველს უკბინა, მცოცავი გარდაიცვალა და ბიჭუნა სახლში მკვდარი ჟარარაკათი ხელში გამოცხადდა. მშობლებმა ბიჭუნა ექიმთან წაიყვანეს, მის ორგანიზმში შხამი არ აღმოჩნდა.

კომენტარი