ამერიკის კინოაკადემიისთვის წარსადგენად წელს ფილმი „მოირა“ შეირჩა

ამერიკის კინოაკადემიისთვის წარსადგენად წელს ლევან თუთბერიძის ფილმი „მოირა“ შეირჩა. გადაწყვეტილება 12 სექტემბერს ეროვნული კინოცენტრის მიერ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ კინოთეატრ „ამირანში“ მიიღო. კომისიის წევრები იყვნენ:

1. ნანა ჯორჯაძე - რეჟისორი

2. ზაზა ურუშაძე - რეჟისორი

3. გიორგი ოვაშვილი - რეჟისორი

4. ნანა ჯანელიძე - რეჟისორი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი

5. ნატო მურვანიძე - მსახიობი


6. ვაჟა გიგაშვილი - მწერალი, სცენარისტი

7. ლელა ოჩიაური - კინომცოდნე

8. კახა კანდელაკი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე

9. ნოშრე ჩხაიძე - პროდიუსერი

კომისიის წევრებს არჩევანის გაკეთება ორ ფილმს შორის მოუწიათ. შესარჩევ პროცესში მონაწილეობას „მოირას“ გარდა მოხსენ მახმალბაფის „პრეზიდენტი“ იღებდა.

„მოირა“ სოციალური დრამაა. ბედისწერის ქალღმერთის, მოირას სახელი ჰქვია პატარა თევზსაჭერს, რომლითაც საარსებო ფულის შოვნას აპირებენ მეთევზე ძმები, მაგრამ ბედისწერა მოულოდნელი და დაუნდობელია...


კომენტარი