სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯიბის კაცი“ - პირველი ანიმაციური ფილმი, რომელზეც საქართველო და საფრანგეთი ერთობლივად იმუშავებენ

ახალგაზრდა ქართველი ანიმატორის, ანა ჩუბინიძის პროექტი „ჯიბის კაცი“ პირველი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი იქნება, რომელზეც საქართველო და საფრანგეთი ერთობლივად იმუშავებენ. სულ ცოტა ხნის წინ ანამ პროექტი ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინა, სადაც „ფოლიმაჟმა“ (ფრანგულმა ანიმაციურმა სტუდიამ) სწორედ ანას ნამუშევარზე შეაჩერა არჩევანი და ახალგაზრდა ანიმატორი სცენარზე და კადრირებაზე სამუშაოდ საფრანგეთში მიიწვია. „ჯიბის კაცის“ წარმოება 1 წლის მანძილზე გაგრძელდება. აქედან პირველი 6 თვე ფილმზე მუშაობა დაგეგმილია საქართველოში, შემდეგი 6 თვე კი საფრანგეთში.

„ჯიბის კაცი“ ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კინოცენტრმა კონკურსი ანსის საერთაშორისო კინოფესტივალთან ერთად გამოაცხადა. გამარჯვება კი ანსიში გამგზავრების შანსი კი ანა ჩუბინიძემ მოიპოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100