სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში ზღვისპირა ქალაქს ცნობილი უკრაინული მუსიკალური ჯგუფი ,,потап и настя“ ეწვევა

დღეს, 12 აგვისტოს, ბათუმს ცნობილი უკრაინული მუსიკალური ჯგუფი ,,потап и настя“ ეწვევა. ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში პირველად ბათუმის ტენისის კორტებზე, 20:00 საათზე ჯგუფის დაუვიწყარი მუსიკალური შოუ-კონცერტი გაიმართება.

,,настя и потап“ ბათუმს 12 კაციანი დელეგაციით ეწვევა, ესენი არიანი: მუსიკოსები, ბექ-ვოკალისტები, მოცეკვავები და თავად სოლისტები. ასე რომ, დაუვიწყარიდა სასიამოვნო საღამო გელით.

უკრაინული დუეტი ,,потап и настя” პირველად მუსიკალურ ასპარესზე 2007 წელს გამოჩნდა. ჯგუფმა დღეისთვის პოპულარულობის პიკს მიაღწია, რუსული თუ სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში უამრავი მელომანი თაყვანისმცემელი ჰყავთ და უპრეცედენტო რაოდენობის მსმემენილი youtube/chanel-ზე. ყოველი ახალი სიმღერა კი, ახალი ჰიტია. მათი საკონცერტო ტურნეები გაცდა პოსტ-საბჭოთა სივრცეს და უკვე მსოფლიო მაშტაბს მიაღწია. ალექსეი პოტაპენკო და ნასტაია კომესნკაის წყვილი ,,mozgi entertaiment"-ის პროექტია, რომლის გავლენით კომპანია რუსულ და უკრაინულ ბაზარზე უკვე ლიდერია.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰით ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100