სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თანამედროვე მუსიკის დღეები ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე კახაბერი და ხანუმების კონცერტით გაიხსნა

”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, 6-9 აგვიტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში თანამედროვე მუსიკის დღეები გაიმართება. ზღვისპირა ქალაქი უცხოელ და ქართველ თანამედროვე შემსრულებლებს უმასპინძლებს.

თანამედროვე მუსიკის დღეებმა სტარტი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე კახაბერი და ხანუმების კონცერტით აიღო.

ბათუმელი მუსიკოსი აგვისტოს ცხელ სეზონზე „ჰით ბათუმის“ მთავარი სტუმარი იყო. „ანიდან ჰაემდე“ ასე ქვია ბოლო ალბომს, რომელითაც კახაბერმა ხანუმებთან ერთად ევროპა უკვე მოიარა. ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს კი თავისი ბოლო ნამუშევარი გუშინ წარუდგინა.

„ძალიან სასიამოვნოა, როცა ფესტივალის ფარგლებში თანამედროვე მუსიკის დღეებს ჩვენ ვხსნით. სიმღერები შესრულდა როგორც პირველი, ასევე ინტერნაციონალური ალბომიდან. დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა იყო ჩვენი მხრიდან კორტების სცენაზე, ეს იყო განსხვავებული კონცერტი,რაც ამ პერიოდში გამიმართავს, რადგან ბათუმი ჩემი ქალაქია. შევხდი ჩემს ბათუმელებს, ჩემს აჭარას. უამრავი დადებითი ემოცია და განწყობა მოდიოდა მსმენელისგან. ეს ჩემითვის უპირველესია! ძალიან საამაყოა, როცა ამდენ ადამიანს უყვარხარ,“ - აღნიშნა მუსიკოსმა.

კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო გაატარეს ბათუმელებმა და ზღვისპირა ქალაქის სტუმრებმა.

კახაბერი (კახა ცისკარიძე) ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიჭიერი მუსიკოსია (დრამერი) საქართველოში. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი დღეს უკვე პოპულარულია და ჰიტად არის ქცეული. ის ავტორია წარმატებული მუსიკალური პროექტების საქართველოში, რომელიც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. „კახაბერი და ხანუმები“ მისი ბოლო მუსიკალური პროექტია, რომელიც წარმატებულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მისი პირველი ალბომი "ანიდან ჰაემდე“ მიზნად ისახავს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას თანამედროვე შტრიხებით.

დღეს, 20:00 საათზე, ბათუმის ჩოგბურთის კორტები MANOLO “The Voice of the Gypsiess” უმასპინძლებს. საფესტივალო კლუბი კი 23:00 საათზე VIVA Brasil-ის თაყვანისმცემლებს ელის.

თანამედროვე მუსიკის კვირეულში ასევე მონაწილეოებენ რომა რცხილაძე და მისი ბენდი +995, უკრაინული პოპ-როკ ჯგუფი „ოკეან ელზი“ და ინგლისური ალტერნატიული როკ ბენდი „ტოპლოადერი“. კონცერტები ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, 20:00 და 21:00 საათზე გაიმართება. კონცერტზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰით ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100