სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში „საბავშვო დღეები“ დასრულდა

”ჰით ბათუმი 2015” პროექტი გრძელდება და ყოველთვის მზადაა დასვენების პარალელურად საუკეთესო და გასართობი ღონისძიებები შემოგთავაზოთ. ავტორებმა უფროსების გარდა, პატარებზეც იზრუნეს.

27 ივლისიდან 2 აგვისტომდე ზღვისპირა ქალაქში „საბავშვო დღეები“ გაიმართ. ბათუმის კოლონადები, ბულვარი და ქალაქის ქუჩები საბავშვო სპექტაკლებს, თეატრალურ წარმოდგენებსა და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს დაეთმო.

„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში „საბავშვო დღეები“ დასრულდა. იმდენი ზღაპრისა თუ მულტფილმის გმირი შემოგვეხვია გარს, რომ 5 დღის განმავლობაში ყველანი საოცრებათა ქვეყანაში აღმოვჩნდით. ცეკვა, სიმღერა, თამაში, ვიქტორინა... პატარებბა ზღაპრის გმირებთან ერთად ზღვისპირა ქალაქში დაუვიწყარი დღეები გაატარეს.

საბავშვო პროგრამა მრავალფეროვანი და საკმაოდ საინტერესო წარმოდგენებსა და კონცერტებს მოიცავდა: ბასტი ბუბუს, სტუდია ლიპოპოსა და ჯაზ ბენდის კონცერტი, მიუზიკლები: „ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში“, „ბურატინოს თავგადასავალი“ და „მაუგლი“.

თითების თეატრმა პატარები სპექტაკლის პრემიერაზე „ქეი და ჰერდას თავგადასავალი“ მიიწვია. ისინი “თითების თეატრის” ზღაპრულმა სანახაობამ გააოცა. ქუჩებში მოეწყო ცეცხლოვანი, ფეერვერკ და ნეონ შოუები, საბავშვო დღეები ასევე მოიცავდა დისნეი ლენდის პროგრამას, იქნება კონკურსები და სახალისო ვიქტორინები.

გარდა ამისა, 28 ივლისს კოკა-კოლას ორგანიზებით გაიხსნა „ფანტა ლავ ლენდი“, რომელიც 2 აგვისტოს დასრულდა. ეს იყო მოცულობითი ერთკვირიანი აქტივობა, უამრავი საჩუქრებით, ფრანებითა და შოუ პროგრამით.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰით ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100