სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

GEM fest აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ელოდება

GEM fest-ის კიდევ ერთი გრანდიოზული საჩუქარი ამჯერად აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. ფესტივალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ცნობილი ხდება, რომ აფხაზი მელომანები საფესტივალო ტერიტორიაზე მოხვედრას უფასოდ შეძლებენ.

ამისთვის მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენაც საკმარისია და ისინი ავტომატურად მიიღებენ საფესტივალო ტერიტორიაზე ულიმიტოდ გადაადგილების უფლებას.

GEM fest საზღვრებს არ აღიარებს! ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალს მთელი საქართველო ხვალიდან უახლოესი 9 დღის განმავლობაში უმასპინძლებს. ვიზიტორთა რაოდენობა უპრეცედენტოა. უპრეცედენტოა GEM fest-ის Line up-იც.

ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალს გრემის ნომინანტი და ბუმა კულტურ პოპის ჯილდოს მფლობელი, არმინ ვან ბიურენი გრანდიზული ფოიერვერკის თანხლებით გახსნის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100