სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალზე 10 ქართველი ბავშვი გაემგზავრა

ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალზე 10 ქართველი ბავშვი გაემგზავრა. ფესტივალი იტალიაში 45-ედ 17-დან 26 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ჯიფონი - ეს არისკინოფესტივალი, სადაც ჟიურის წევრები ბავშვები არიან.

3000 ბავშვი მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ყოველწლიურად უყურებს სხვადასხვა ჟანრის ფილმებს, მსჯელობს, განიხილავსმათ, ბოლოს კი რჩეულს გამოავლენს.

მხოლოდ 2014 წელს ფესტივალს ისეთი ცნობილი ვარსკვლავები სტუმრობდნენ როგორებიც არიან: რიჩარდ გირი, ალან რიკმანი, ორნელა მუტი, მედ ბომერი, ლეა მიშელი, დილანობრაიანი… წელს კი ჯიფონიში სხვა ვარსკვლავებთან ერთად ორლანდო ბლუმს, მარტინ ფრიმენს და მარკ რუფალოს ელიან.

ჯიფონის საერთაშორისო ფესტივალზე ქართული დელეგაცია 4 ფილმს აჩვენებს. ეს ფილმებია:


_ მარგო ზუბაშვილის „დინოზავრი“
_ კოტე თაყაიშვილის „ჰეფი მილი“
_ მარიამ ხაჭვანის „დინოლა“
_ ანა ურუშაძის „ერთ კაცს ვუყვარდი“


20 ივლისს ჯიფონიში ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, ნანა ჯანელიძე გაემგზავრება. იგი მონაწილეობას მიიღებს პლატფორმაში „Giffoni Planets”, რომელიც საბავშვო კინოფესტივალებს ეძღვნება. 21 ივლისს ქართული დელეგაციისთვის გაიმართება სპეციალური მიღება , 22 ივლისს კი საქართველო ფესტივალის ფოკუსში მოექცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დღე ქართული ფილმების ჩვენებას დაეთმობა.

ოქტომბრის თვეში ჯიფონის საერთაშორისო ფესტივალის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება. იგი 8 ქვეყნის 500 მოზარდს 4 დღის განმავლობაში, 16-19 ოქტომბერს უმასპინძლებს. ჟიურის წევრ მოზარდთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და იგი ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gnfc.ge) 31 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100