სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე ეხმიანებიან ერთმანეთს, თბილისის დასახმარებლად, გერმანიაში მცხოვრები ქართველები

მიუნხენში მცხოვრებო მეგობრებო, თბილისში მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებით მიუნხენის ქართული საპატიო საკონსულოსა და ჩვენი ეკლესიის საქველმოქმედო აქციას გერმანიის ქართული სათვისტომოც შეურეთდა.

კვირას 21 ივნისს 13 საათიდან 15 .30 საათამდე იმოქმედებს დამატებითი მიღები პუნქტი გერმანიის სათვისტომოს საკვირაო სკოლაში. მისამართი: Elisabedplatz 4 (13-15.30საათამდე) შეგროვილი ტვირთის ნაწილი გაიგზავნება ჰონორალური საკონსულოს დახმარებით, დამატებითი ტვირთის გაგზავნას საქართველოში უზრუნველყობს გერმანიის ქართული სათვისტომო. საჭირო ნივთების ჩამონათვალი: ტანსაცმელი, თეთრეული, ჰიგიენური საშუალებები და სხვა,დაზარალებულთა დასახმარებლად შეგიძლიათ მიიტანოთ მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში და ზემოთ ხსენებულ მისამართზე ქალაქის ცენტრში. განსაკუთრებით საჭიროა ბალიშები, საბნები და საოჯახო ნივთები. ნივთების ეკლესიაში მიტანა შეგიძლიათ 21 ივნისი 14 საათამდე. საკვირაო სკოლაში (ქალაქის ცენტრი-ახლოსაა უნივერსიტეტთან, გიზელაშტრასესთან და იოზეფსპლაცთან) - 13 დან 15 საათამდე შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ფატი კუბლაშვის, შემდეგ მობილურზე: 0163 7577718 ან მომწერეთ პირადში. მიუნხენში მცხოვრებო ფორუმის წევრებო, გთხოვთ გაიზიაროთ ინფორმაცია. ველით თქვენს გამოხმაურებას და თქვენთან შეხვედრას თქვენი გერმანიის ქართული სათვისტომო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100