მთავრობის მეთაურმა, მეუღლესთან ერთად, სიმბოლური მემორიალი ყვავილებით შეამკო

გარდაცვლილთა სულების მოსახსენებლად, თბილისის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით, სტიქიის ადგილზე უნდა გაიხსნას მსხვერპლთა მემორიალი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სტიქიის მსხვერპლთა სიმბოლურ მემორიალთან განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, მეუღლესთან ერთად, სიმბოლური მემორიალი ყვავილებით შეამკო და 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია. როგორც ვიცი, გუშინ დაიწყო სამგლოვიარო პანაშვიდები და მე დავავალე მინისტრებს, მივიდნენ ყველა ოჯახში. ჩვენ ყველანი ერთად ვგლოვობთ ამ საშინელ ტრაგედიას. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და გამოვხატავ ძალიან დიდ გულისტკივილს,“–აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარი