სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გიორგი პაპკიაური საკუთარ ნახატებს ყიდის

გიორგი პაპკიაურის გამოფენამ ფორმატი შეიცვალა.

მხატვარმა გამოფენაზე ნახატების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, რათა შემოსული თანხა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად იქნება გაყიდული.

„როგორც ყველასთვის ცნობილი იყო ჩემი გამოფენა რომელიც უნდა გაიმართოს 23–24 ივნისს არ ატარებდა საქველმოქმედო ხასიათს და არც ვაპირებდი ამ ეტაპზე ნამუშევრების გაყიდვას მაგრამ 13 მომხდარმა ტრაგედიამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. ნამდვილად ვერ დავრჩები გულგრილი იმ ხალხისადმი ვინც უბინაოდ,სამოსისა და საკვების გარეშე დარჩნენ არაფერს ვამბობ უკვე ოჯახებზე ვინც მარჩენალი ან უბრალოდ საყვარელი ადამიანი დაკარგა.ამიტომ გადავწყვიტე ამ გამოფენაზე გავყიდო ჩემი ნამუშევრები და ერთ ოჯახს მაინც დავეხმარო ეს ჩემი დიდი სურვილია.დღეს ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ,გვიყვარდეს და ვეხმარებოდეთ.“ - განაცხადა გიორგიმ დრონისთან საუბრისას

გამოფენა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში 23 ივნისს 17 საათზე გაიხსნება და ორ დღეს გასტანს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100