მაგთიკომმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 50 000 ლარი გამოყო.


"თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. უკიდურესად ვწუხვართ იმ მძიმე ვითარების გამო, რომელშიც აღმოჩნდნენ სტიქიისგან დაზარალებული ადამიანები. გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი მხარდაჭერის საქმეში და შევუმსუბუქოთ მდგომარეობა"- აცხადებენ მაგთიკომში.


ამას გარდა, კომპანიამ დაზარალებულთა დასახმარებლად მაგთიკომის აბონენტებისთვის შექმნა სპეციალური ნომერი 0901900965, ზარის საფასურია 1 ლარი.


მაგთიკომის ყველა აბონენტს საშუალება მიეცემა დაეხმაროს დაზარალებულთა ოჯახებს. აღნიშნულ ნომერზე შემოსული თანხა 100 პროცენტით გადაირიცხება დაზარალებულთა დახმარების ფონდში.


მაგთიკომში იმედს გამოთქვამენ, რომ თანადგომის აქციას კიდევ ბევრი შეუერთდება.

კომენტარი