სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გააზიარეთ სტატია, იქნებ ვინმე დაინტერესდეს ამ პრობლემის მოგვარებით

დრონი.ჯი-ს რედაქციაში წერილი მოვიდა, რომელსაც თან ახლავს ფოტოები. ავტორის ვინაობას ინკოგნიტოდ ვტოვებთ და გთავაზობთ ფოტოებს და წერილს უცვლელად.

„ვაგზლის მოედანზე, მეტროსთან დღეს ეს ბავშვი სიცხისგან ცუდად გახდა, მზის გულზე იწვა, მარტოდ მიგდებული და მათხოვრობდა, საშინელი სანახავი იყო პატარა, უსუსური, სიცხისგან შეწუხებული არსება.

საბედნიეროდ გულისხმიერი გამვლელები ბავშვთან შეჩერდნენ, წყალი დაალევინეს, სხეულზეც გადაავლეს ცოტა და მოასულიერეს.

ბავშვის გარშემო შეკრებილ მოქალაქეებს ნელი სვლით ჩაუარა პატრულის ავტომობილმა, სამართალდამცავები სიტუაციას მანქანიდან დააკვირდნენ და გულგრილად აუარეს გვერდი.

ერთ-ერთმა გამვლელმა 112-ში დარეკა და შესამაბისი ორგანოს წარმომადგენლები გამოიძახა, საბედნიეროდ ამ ბავშვს ეშველა, მაგრამ ასეთი ბავშვები ბლომად არიან ქალაქში.

გთხოვთ გამოაქვეყნოთ ეს წერილი, იქნებ არასამთავრობო და ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებმა ნახონ და ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემას. ბავშვებს თავის დაცვა არ შეუძლიათ და სახელმწიფომ ან ენჯეოებმა უნდა დაიცვან ისინი, ეს არის ადამიანების უფლებების დარღვევის ძალიან მძიმე ფორმა და იქნებ ეშველოს რამე“ - წერს ინციდენტის თვითმხილველი დრონი.ჯი-ს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100