სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ილია მეორე: საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის რთული ურთიერთობაა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორე აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის რთული ურთიერთობაა.

ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ ავსტრიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა. ჰაინც ფიშერი დაინტერესდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაზრებით ორ საკითხთან დაკავშირებით - როგორ უყურებს ის საქართველოს ხელისუფლების ევროპულ არჩევანს და როგორ წარმოუდგენია თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები, კერძოდ რა უნდა გაკეთდეს ამ თვალსაზრისით. ფიშერმა განმარტა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში გულისხმობს, როგორც სახელმწიფოთა შორის, ასევე ქართულ და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობებს.
"საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზა. საქართველოს სურს, რომ გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი. ეს ჩვენი არჩევანი ძალიან მტკიცეა და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას. რაც შეეხება ეკლესიებს შორის ურთიერთობას, რთული ურთიერთობაა", - ბრძანა უწმინდესმა და დასძინა, რომ რუსეთს არ სჭირდება აფხაზეთი, რუსეთს სჭირდება მშვიდობიანი საქართველო.
საქართველოს პატრიარქი თბილისში მყოფ ავსტრიის პრეზიდენტს დღეს შეხვდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100