სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ გოგონას ისტორია ფილმის სიუჟეტს ჰგავს

2012 წელს 20 წლის მელისა დოჰმი ექს ბოიფრენდის მსხვერპლი გახდა. კაცმა გოგონა 32-ჯერ დაჭრა და მომაკვდავი მიატოვა.

ყველას გასაკვირად, მელისა გადარჩა. მომაკვდავი გოგონა მაშველებმა გადაარჩინეს. უბედური შემთხვევის შემდეგ მელისას რამდენიმე პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მოუწია სახესა და სხეულზე, რათა იარები დაეფარა.

გამოჯანმრთელების შემდეგ მელისამ მის ერთ-ერთ გადამრჩენელთან, კამერონთან ურთიერთობა განაგრძო, საბოლოოდ კი გოგონას მაშველი შეუყვარდა.

დამნაშავე მამაკაცი მალევე დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. მელისა კი აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა. მონაწილეობას იღებდა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა ღონისძიებებში. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე, რომელიც სტადიონზე იმართებოდა, შეყვარებულმა მას ყველას თვალწინ ხელი თხოვა. რა თქმა უნდა გოგონა კაცს დათანხმდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100