ნიჭიერების, მაგრამ ყ*ეების სავანე....(ვიცოდეთ საიდან მოვდივართ)

(droni.ge გთავაზობთ "პროვოკატორის ბლოგის" პოსტების სერიის "ნიჭიერების, მაგრამ ყ*ეების სავანე..."-ს პირველ ნაწილს სახელწოდებით "ვიცოდეთ საიდან მოვდივართ")

მოდი სულ თავიდან დავიწყოთ.. საწყისი წერტილი ავიღოთ. აი… კომუნისტებიდან რა.. (თავად–აზნაურებიდან ძალიან გრძელი გამოვა) კარგი დრო რომ იყო. გემახსოვრებათ. ყველა რომ იპარავდა, კაციშვილი რომ არ მუშაობდა მაგრამ ყველას რომ სამსახური ჰქონდა, ხელფასი მცირე იყო მაგრამ მაინც ყველაფერი რომ იშოვებოდა. (ზოგი სუხიშვილებს ჩამოჰქონდა, ზოგი ფეხბურთელებს, ზოგი ნავთლუღში ებრაელებთან და ზოგიც ხუი ევო ზნაეტ საიდან). აი მაქედან დაიწყო და დაგვეწყო კრუნჩხვები. მთელმა ერმა მაშინ გაისიგრძეგანა რომ ყველაფერი გვეკუთვნის!!!! უფასოდ!!! (მკაცრი ტონით) ჰოდა ამ “ყველაფერი გვეკუთვნის” ერმა ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა რომ დამოუკიდებლობა უნდა. აქედან დაიწყო დოღი და აქედან დავიწყოთ ჩვენც. (ხმალაობების პერიოდის საქართველოზე რომ არ დამეზარება მერე დავწერ)

1.ქართველო ხელი ხმალს იკარ–ო შევძახეთ და შევუვარდით წელში სუსურუკუს.. (როგორც ქართული სიბრძნე გვეუბნებოდა “ავადმყოფი საწოლში უნდა მოიტყნას”) ცოტა ჭიდაობის, “საქართველოს მარტო ბორჯომი და ციტრუსი არჩენს” ძახილის და ტრაკის ცანცარის შემდეგ ეს სუსურუკუ სულ რომ თავისით კვდებოდა, წამოიწია საწოლიდან და ისეთი გაგვიყარა 9 აპრილს დღემდე ავღნიშავთ. (ეს შენი პირველი ###ობა)

2. ნუ ჯანდაბას.. მსხვერპლი რომელ ქვეყანას არ გაუღია საყოველთაო კეთილდღეობისთვის და ჩემმა წილხვედრმა ზვიადი მოიყვანა სათავეში.. არ იყო გასული რამოდენიმე თვე და… ე… ამჩემანალალამ არ აურ–დაურია ყველაფერი??.. აღარც ცენტრალური ბიუჯეტიდან მოდიოდა “ხალიავა” ფული რაღაც ტრესტების და ყლე ფაბრიკების დირექტორების ჯიბეებში, აღარც ქვედა კანტორის გამგეებს ჰქონდათ მოპარვის საშუალება.. ვიღაც ყლე ინტელიგენტებს რაღაც ყლეობების შექმნაში მაყუთს აღარ უხდიდნენ და ისევ ე…. რა პონტი იყო.. და დაიწყო ერმა მოძრაობა.. ეგო.. მერსედე”რ”სით დადისო. გიჟიაო და ბრახ… თავისივე ოთხმოცდარაღაცპროცენტით არჩეული პრეზიდენტი პრაფესორ ჯაბა იოსელიანის და მხატვარ თენგიზა კიტოვანის წინამძღოლობით ჯერ ქვეყნიდან გავაძევეთ და მერე გავაგორეთ საკალანდო ღორივით. (ეს მეორე ###ობა) ნუ.. სანამ გავაგორებდით მანამდე კიდევ რაღაც მოხდა…

დაიბნა ერი.. სუსურუკუ ჩკა.. ზვიადა ჩკა. ეს ჯაბაც ჭკვიანი კაცი იყო . ციხეებგამოვლილი და სულ პროფესორი კი არ იყო პუტჩისტობამდე.. ქურდის სახელიც ჰქონდა.. ჰოდა მიხვდა რა ყლეებთანაც ჰქონდა საქმე, მოდი იძიწე ნახუიო და მოგვცა ეძიკააა…. ეხლა რა ხდება.. ეს ეძიკა ჯერ ისევ მოსკოვში იყო, საქართველოში რომ ხმა დაირხა მოდის და მოაქვს 2 მილიარდი მანეთიო. რამოდენიმე თვეში ეს ორი მილიარდი ამ ჭორაობა–ჭორაობაში გაიზარდა ოთხ მილიარდამდე.. მერე ხომ იცით ერექციის ამბავი.. პატარაზე შემაყოფინეთი დაიწყო და “მაგან გერმანია გააერთიანა, რა ეხლა.. გერმანია არ შეგვინახავს?”–ით დასრულდა და აბა მაშინ უნდა გენახათ ქართული ოცნება… ამ ყლეებს კი არ ჰგავდნენ.. (მაგრამ ამეებთანაც მივალ. ჯერ ეს). ჰოდა დგას ეს საქართველო და ელოდება ამბროსოვიჩს. ჩამოდის ეძიკა და ოი ბლია.. ისევ ე.. რა ოთხი მილიარდი და გერმანია შეგვინახავს.. არაფერი ეგეთი. ფილარმონიაში იყო რაღაც შეკრება.. ვიღაცეების და რაღაცეების (მამულიშვილების რა) წინაშე წარსდგა (ემახსოვრება ალბათ ზოგზოგიერთებს) და შეიყვანა.. ჯერ ხომ მიმოიხილა მსოფლიო პოლიტიკა და საქართველოს როლი ამ პოლიტიკაში.. კაროჩე გაუტია.. ჰოდა ჯაბასი არ იყოს არც ედიკა იყო დებილი და მიხვდა ეხლა.. ეს ყლეები წინ რომ უსხედან (ყოფილი ფაბრიკა–ქარხნების დირექტორები, ინტელიგენცია, შემოქმედი მასა და ა.შ.) საერთოდ გარტყმაში არ არიან ეს ერთი და მეორე.. აი, არც აინტერესებთ რა… ჰოდა გადახედ–გადმოხედა და სიტყვასიტყვით ასე დაასრულა თავისი გამოსვლა “ნუ გეშინიათ ხალხო. ყველაფერი ისე იქნება როგორც თქვენ გინდათ”–ო და იხუვლა ტაშმა. არიქა ყველაფერი ისე იქნებაო და აბა დაიწყო რაც დაიწყო.. აქეთ ავტომატიანი ყლეების დოღი. იქით ამ ფაბრიკა–ქარხნების დირექტორებმა დაიწყეს პრივატიზირება ამ სახელმწიფო ქონების (რომელიც მერე ნაწილ–ნაწილ გაიყიდაა), ინტელიგენტების სრული უმრავლესობა ვაზელინში ამოიგანგლა და ბევრი რომ არ გავაგრძელო დაბრუნდა საბჭოთა კავშირი ოღონდ მცირე ბიუჯეტით.. იპარავდა ყველა ვისაც ტრაკი და ავტომატი ჰქონდა და გაიხარა ერმა.. რამოდენიმე თვით სულ, მაგრამ ხომ გაიხარა. წამოვიდა და წამოვიდა ნიჭიერი აფერისტების პლეადა.. აქეთ ბანკი გაიხსნა “შემოიტანე თუმანი–წლის ბოლოს გაიტანე 200 თუმანი” და მიაწყდა სრულიად ერი და მთელი ცხოვრების დანაზოგი ხიეს იმ ბანკებში (დღემდე სჯერათ რომ დაიბრუნებენ :დდდდდდდდდ), იქით ვაუჩერებზე აჩალიჩდა ხალხი და ეეეეეეეეეეე… გაძღა 1 თვეში ნაღები საზოგადოება და ამასობაში აფხაზები არ აბლატავდნენ???? ჩვენ მაგათ დედებს დავსტყნავთო იხუვლეს რეიბანიანებმა და მიაწყდნენ ამ აფხაზეთს.. ეხლა სიმართლე უნდა ითქვას.. სამეგრელოც კარგი გასაძარცვი აღმოჩნდა.. ცოტა მხედრიონმა ჭამა, ცოტა ეროვნულმა, იქიდან აფხაზებმა, რუსმა გადაწყვიტა თქვენ იცეკვეთ, მე დავუკრავო და იყო სრული მხიარულება.. მხიარულობდა ყველა. მეგრელების გარდა.. მოკლედ აქეთ გაგანია ომი, იქით მხედრიონი სამეგრელოში და ამ დროს ისევ ის “გიჟი” არ ჩამოვიდა??? ჩემი კანონიერი პრეზიდენტობა მინდაო.. ვაა… გურულებს აქვთ გამოთქმა “ჩაჯვა ტოლმის ქვაბშიო” და ზუსტად ეგ ქნა რა. აი.. წარმოიდგინეთ… ამდენი ათასი კაცი მხიარულობს (როგორც ავღნიშნე მეგრელების გარდა) და ეს გამოცხადდა ყავისფერ სადღესასწაულო ფორმაში.. ისევ დაიბნა ერი… ეხლა ქობალია და სასტავი გაიჩითა გავატარებ–საქართველოს ჯარს, არ გავატარებ. გავატარებ–არ გავატარებ. აქეთ დადგა ეძიკა დაღლილი ჩოჩორივით.. შეუტიოოოს არძინბაააას… მერე ქობალიამ რომ თბილისს შეუტიოს??? რას შობი. სა მიხვალ.. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ (არადა რამდენია ამ თემაზე საწერი) აგვახიეს ფუკასავით ეს აფხაზეთი და ცოტა ხანში მიჰყვა სამაჩაბლოც. (ეს ომი ცალკე განხილვის თემაა და აუცილებლად მივუძღვნი პოსტს) ზვიადიც გავაგორეთ და ვსიო.. ნაკლები პრობლემა=ბევრ ბედნიერებას. შეგვრჩა ეძიკა ხელში და შევრჩით ეძიკას ზმეიკაში მოყოლილი ყლეებივით… ცოტათი გავაბრაზეთ მერე.. ზუსტად აღარ მახსოვს რაზე და გაგვებუტა.. სულ წავალ ამ ქვეყნიდანო.. არიქა ოღონდ ეგ არ ქნაო და წავიდა დაჩოქება და თინა მახარაძეები. (ეს მესამე დიდი და წონიანი ###ობა)

ამასობაში გვიყურა ღმერთმა ზემოდან, გვიყურა და ცნობილი ხუმრობისა არ იყოს ღთისმშობელმა არაფრის ღირსები თქვენ არ ხართო და წილი გაიტანა წილხვედრიდან.. და იქმნა უკუნი. უკუნი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. იმიტომ რომ არც დენი იყო საქართველოში და მაინცდამაინც ვერც იდეოლოგიურად ბრწყინავდა იბერია (თუ ივერია.. ეს ორი სულ მეშლება). მაგრამ ხალხი იყო ბედნიერი (ცოტა ხანი მაგრამ ხომ იყო), ხალხი რა ეხლა.. რაღაც გარკვეული მასა ბედნიერი იყო და დანარჩენს კიდევ უტყდებოდა უკმაყოფილების გამოხატვა.. თავისივე გაჩალიჩებული იყო ეს ყველაფერი და ეღიარებინა რა ეხლა.. ისინი კი არ იყვნენ.. რა ჰქვია იმას.. ყლეები.

ჰოდა ასე.. ვიღაცეები რაღაცეებს არ აღიარებდნენ, ვიღაცეებმა კიდევ ვისაც აფტამატი აღარ მაგრამ ტრაკი ჰქონდა გარკვეული სექტები ჩამოაყალიბეს. ბიზნესში ისეთი კორუფციული პირამიდა იყო ეგვიპტემ ოფიციალური ნოტა გამოგვიგზავნა “ჩვენი პირამიდების დედაც მოვსტყანთო”, განათლებაში როინა მეტრეველი გრიმიტობდა, ხელოვნებაში ლელა (სულ სხვა რომაა) და ქუჩაში ბოლო წლებში უკვე იმდენი ქურდი გვყავდა ბოლოს, თითო სადარბაზოზე 2 ქურდი და სამი “პუწიოვი” მოდიოდა.. კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ რომ ბრძენმა ქართველმა ერმა ეს ყველაფერი კი იცოდა რომ ყლეობა და თავის ბრალი იყო მაგრამ აღიარების რცხვენოდა… რაღაცნაირად. ამასობაში ეს ედიკაც დაბერდა.. ამდენი ჩემს ყურამდე არ მოსულა დაბერდა და გამო####და ისიც თუ არა, მაგრამ რომ დაბერდა და ჩაჩოჩება დაუწყეს ნელ–ნელა ეს ფაქტია… ხალხმაც იფიქრა, იფიქრა და მოდი ერთხელ ვაღიაროთ რომ შევცდითო და რევოლუციის (ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ რევოლუცია იყო ეს თუ გადაბარება) შედეგად წილხვედრში ახალი ერა დაიწყო… მიხეილ სააკაშვილის ერა.

კომენტარი