მოკლული პოლიციელის ოჯახს სახელმწიფო საცხოვრებელ ბინას შეუძენს

ვარკეთილში მომხდარი შემთხვევის დროს დაღუპული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს სახელმწიფო საცხოვრებელ ბინას შეუძენს.
ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაური შინაგან საქმეთა მინისტრისგან დაინტერესდა, როდის გეგმავს უწყება დაღუპული სამართალდამცველის შვილისთვის ბინის შეძენას.
''კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო მწუხარება დაღუპული პოლიციელის გამო და მის ოჯახს მივუსამძიმრო. მართლაც სჭირდება მას პატრონობა. ამიტომ კარგია, რომ ჩვენ ოჯახს ბინას შევუძნეთ'', - აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, შს მინისტრის თქმით, ამ მხრივ ყველაფერი მოგვარდება.
"ამ საკითხზე ვმუშაობთ. ხვალ დაღუპული პოლიციელის დაკრძალვაა და დაკრძალვის შემდეგ ყველაფერი მოგვარდება", - აღნიშნა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პრემიერის შეკითხვაზე საპასუხოდ.

კომენტარი